პრემიერი: სადაც არის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა საარჩევნო სუბიექტს
„სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება.
„ეს არის არსებითი საკითხი. ტექნიკური არის მთლიანობაში ეს გადამუშავებული ვერსია, რომელიც წარმოდგენილია ახალი საარჩევნო კოდექსის სახით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. რეალურად, არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია, ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში. ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.
„ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამაში იგულისხმება რა, რომ შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის, სოცმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას. შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედიასაშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედიასაშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოცმედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეიძლება, არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად არის იმ იურისდიქციის გავლენის ქვეშ.
„მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას. კამპანია ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს აწეული ამასთან დაკავშირებით. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენს არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან. რაც შეეხება ინფორმირებულობას, არსებობს გაფილტრული წყაროები ინფორმაციის, ეს არის, მათ შორის, მასმედია. თუნდაც, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია, ანუ ვიღაცის ინტერპრეტაცია. ინფორმაციის ყველაზე სუფთა, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რა თქმა უნდა, ყველა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნებისმიერი თანამოქალაქე ინარჩუნებს, ბუნებრივია, საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1763406455
საზოგადოებაპრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა
„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...
1763406256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...


























