პრემიერი: ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი, ამას მოჰყვა პროცესები, რაც დაგვირგვინდა ტერიტორიების 20%-ის, მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით

კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პრემიერის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში.

„თავის დროზე ამ ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი. ამაზე არის საუბარი მათ შორის პარლამენტარების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. ეს იყო ჩვეულებრივი, გარედან ინსპირირებული ღალატი. ჯერ ჩატარდა ე.წ. არჩევნები, რეალურად, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რასაც მხარს უჭერდა მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმი. ამის შემდეგ მიღებული იქნა კანონი, შემდეგ დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულება და გაჩნდა ჩვენს კანონმდებლობაში ტერმინი, „სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრებით, რომ სიტყვათა წყობა „სამხრეთ ოსეთი“ არ გამოიყენონ, გამოიყენონ ცხინვალის რეგიონი და ჩვენ თვითონ კანონმდებლობაში ვიყენებთ „სამხრეთ ოსეთს“. მაგალითად დღემდე რომ ნახოთ ბიუჯეტის კანონი, პირდაპირ წერია ასეთი სიტყვათა წყობა - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. თქვენ ამ ადმინისტრაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, დღემდე ჰქვია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. სიტყვა „ყოფილიც“ კი არ არის ნახმარი. ჩადენილი იქნა ღალატი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროზე, 1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოჰყვა შესაბამისი პროცესები, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის მათ შორის, სამაჩაბლოს ოკუპაციით. ამისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მანამდე იქნა მიღებული და ამაში საკვანძო როლი შეასრულა საზღვრების აღდგენამ და „სამხრეთ ოსეთის“ სამართლებრივად გაფორმებამ ამ რეჟიმის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლომდე უნდა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში.

„სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული პრეზიდენტის არჩევნები. ამის თანამონაწილე იყო ქალბატონი სალომე სამადაშვილი და ახლა უსუსური განცხადებებით ცდილობს თავი იმართლოს. საზღვრების აღდგენას რაიმე გამართლება ჰქონდა? თავის დროზე ახალგორის მუნიციპალიტეტი მიიჩნეოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილად და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის დაქვემდებარებაში იყო ეს მუნიციპალიტეტი და აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ხომ ცალსახა ღალატია და როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში? მით უმეტეს, რომ უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 90-იანი წლებიდნ მოყოლებული, ტერიტორიული მოწყობა შეიძლება გადაისინჯოს, მხოლოდ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგიონულ დონეზე ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმონაქმნის შექმნა ეს არის ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვა და ამას კანონის დონეზე ვერ გააკეთებ, თუმცა, ეს გააკეთეს, დაარღვიეს კონსტიტუცია და დღემდე ასე ხდებოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევით არსებობდა საქართველოში ისეთი ერთეული, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ჩვენს სამართლებრივ წესრიგში. უნდა აღდგეს ბოლომდე კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში. იქვე ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომ ძალაში რჩება ოთხივე მუნიციპალიტეტი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად, უკვე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით აირჩა იქ მცხოვრები მოსახლეობის მიერ და რომელიც დევნილობაში ფუნქციონირებს. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, ორგანოების ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის იქ არჩეული, ეს არის სწორედ ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტი და ასე უნდა იყოს მოწესრიგებული სისტემა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406455

საზოგადოება

პრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...

ირაკლი კობახიძე

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე