ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა
ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა. ექსპერტიზის მიხედვით, რომელიც საქართველოში გადმოსვენებულ ცხედარს ჩაუტარდა, მას მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 გარდაიცვალა ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა
🔵 საბერძნეთში გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს - წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...
1794404929
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1794403572
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...




























