რა გახდა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი - ოჯახი რეგულირების სააგენტოს შოკისმომგვრელ დასვნას ასაჯაროებს
რა გახდა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი - ოჯახი რეგულირების სააგენტოს შოკისმომგვრელ დასკვნას ასაჯაროებს.
ირკვევა, რომ შვიდმა ექიმმა დანაშაულებრივი დაუდევრობა ჩაიდინა. ვახტანგ ჩარკვიანის მამა ამბობს, რომ იყო დღეები, როცა მის კოვიდინფიცირებულ შვილთან ექიმი საერთოდ არ შედიოდა და მას საჭირო მკურნალობა არ უტარდებოდა.
ოჯახი, მედ-პერსონალის სახელებისა და გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
დამტკიცებულია ის გარემოება, რომ ნამდვილად ითხოვდა საკვებს, ნამდვილად ითხოვდა წამალს, ყურადღებას რომ არ აქცევდნენ, ექიმიც არ შედიოდა. ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 26 საათის განმავლობაში არ არის შესული ექიმი, ასევე 18 საათი, 16 საათი, 12 საათი, სადაც უკვე მძიმდებოდა ჩემი შვილის მდგომარეობა, - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.
ოჯახის ადვოკატების თქმით, მათ გამოავლინეს ყველა სავარაუდო დარღვევა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებობს და კლინიკა არაერთ სიცრუეში ამხილეს.
პაციენტს არ ჩატარებია ანალიზები, პირდაპირ დაუწყეს ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობა. ამასთან ერთად, მას დაუმატეს ნარკოტიკული ნივთიერება. ვახო ჩარკვიანს კლინიკაში შესვლიდან 21-ე დღეს გაუკეთეს მხოლოდ ანალიზები. ჩვენ ველოდებით, რომ გენერალური პროკურატურა მიიღებს, სავარაუდოდ, კანონიერ გადაწყვეტილებას და ყველა ის დამნაშავე ექიმი დასხდებიან საბრალდებო სკამზე, - ამბობს ადვოაკტი.
შვიდივე მედიკოსი, რომლებმაც, სავარუდოდ, პაცენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ.
ფაქტს კლინიკის დირექტორი "ტვ პირველთან" საუბარში ადასტურებს.
ეს ექიმები დიახ, ისევ მუშაობენ კლინიკაში. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, ასევე რეგულირების სააგენტოც გადის ამ საკითხს და როგორც კი იქნება საბოლოო დასკვნები, აუცილებლად გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე“. - ამბობს კლინიკის დირექტორი.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ღაპაღუპით წამომცვივდა ცრემლები“ - ემიგრანტი მწერალი ემოციურ ისტორიას იხსენებს
🔵კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა ამბობს რომ ქართველებმა საბერძნეთის საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს
🔵ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ ამერიკულ დოლარს, ევროს, თურქულ ლირას და ბრიტანულ გირვანქას?
1766046112
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გამოძიება ჩატარდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის
ევროპარლამენტში გუშინ რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ იყო ჩვენება, რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე. ძალიან მარტივი დასანახავია პარალელები 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობასთ...
1766044176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს
მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა. მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს, -...
1766042318
ახალი ამბებივის არ შეეხება ამნისტია ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე - შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავ...
1766041316
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არია...
1766040186
ახალი ამბები„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...































