რატომ უნდა ავანთოთ სანთელი შობის ღამეს სარკმელთან?
რამდენიმე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს სარკმელში სინათლის დანთების ტრადიცია დამკვიდრდა…
უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.
ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.
ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.
მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევად თანხა არ ჰქონდათ, ღარიბ-ღატაკნი არც ერთმა სახლმა არ მიიღო… შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.
შობის დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა. რაც უფრო დიდი, გრანდიოზული დღესასწაულისთვის ვემზადებით, მით უფრო ადრიანად ვიწყებთ სამზადისს; მთელ გულსა და სულს ვდებთ მასში, მეტი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებით. სწორედ დღესასწაულის შესახვედრად გვამზადებს მის წინ დაწესებული მარხვა. ერთი მარხვა შობის დღესასწაულისთვის გვამზადებს, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ეხება, მეორე – ღვთისმშობლის მსახურებას, მესამე – მოციქულთა მსახურებას და პატივს მიაგებს ყველას, ვინც უფალს ემსახურება, მეოთხე – უმთავრესი აღდგომის მარხვაა, რომელიც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახვედრად გვამზადებს. მარხვის პერიოდში – სამზადისში ადამიანმა უნდა მოკლას ხორციელი ვნებები გაძლიერებული მსახურებით, მოღვაწეობით, სინანულით, რათა სული განიწმინდოს, მგრძნობიარე გახდეს, ჩასწვდეს დღესასწაულის არსს, შეიმეცნოს მისი მნიშვნელობა, თანაგანმცდელი, თანამონაწილე გახდეს სადღესასწაულო მოვლენისა. დღესასწაული მხოლოდ თარიღის აღნიშვნა როდია – მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს: საუფლო, სასულიერო დღესასწაულებით ბიბლიის ისტორიაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში ვმონაწლეობთ. სადღესასწაულო მოვლენა, თავისი არსით, ყოველწლიურად მეორდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შობის სასწაულები - რა საოცრებები მომხდარა ამ ღამით სხვადასხვა ქვეყანაში
🔵ინდოეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
🔵დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში - მიხეილ სააკაშვილი
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

























