ნიკოლოზ სამხარაძე: ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე, ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან, მათ არანაირი მორალური შეზღუდვა არ აქვთ
„როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ხალხის მოსვლა კატასტროფა იქნება.
„ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე. რაც ხდება, ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს უმრავლესობა რომც აეღოთ, მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ერთმანეთის აუტანლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ უბედურებას გადავრჩით, რომ მათ არჩევნებში უმრავლესობა ვერ მიიღეს. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათ არანაირი მორალური შეზღუდვები არ აქვთ. როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ – ერთმანეთის დაბეზღებით არიან დაკავებულები. საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ხალხის მოსვლა კატასტროფა იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.
1789124330
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო
„რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფო...
1789123988
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ
„კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ“, – ამის შესახებ სა...
1789122081
ახალი ამბებიპროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე, არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1789119474
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
თბილისში კვების ობიექტებს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობებ...
1789119107
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ რომ ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა ან სურს ევროკავშირში გაერთიანება, უნდა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა ქვეყნ...





























