რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე მორიგ მოწოდებას აკეთებს და პანდემიის მართვაში ჩართულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აქტიური მოქმდებისკენ მოუწოდებს.
"ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა, ამოფარებული არიან ვითომ პატრიოტიზმს, ვითომ ეკლესიას, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებენ.
ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ომიკრონი გადაუვლის საქართველოს. ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს. ვინც დღეს აცრილი არ ხართ, დაინფიცირდებით. ნურავის აბრალებთ, თქვენი ბრალია, ყველაფერი იცოდით, მილიონჯერ დაგიღეჭეთ. თუ რუსული რულეტკის თამაში გინდათ, კი, ბატონო, თქვენი ცხოვრებაა.
ვინც ჩინური ვაქცინებით ხართ აცრილი, ფაქტიურად აცრილი არ ხართ. უნდა აიცრათ ორი დოზა ფაიზერით და მესამე - ბუსტერით. სამ-ოთხ თვეში, ალბათ, მეოთხე დოზაც იქნება საჭირო. კვლევები მიმდინარეობს, ევროპაში, ისრაელში, დაველოოთ.
რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, მეცნიერი ვარ და რელიგიას ვუყურებ „ძალიან“ ლაითად, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში უფრო ვიწამე ღმერთის. ასე მალე ვაქცინის და წამლების გამოგონება ამ ვირუსის წინააღმდეგ მეცნიერულად თითქმის შეუძლებელი იყო და ღმერთი მართლა არსებობს, რომ ეს შესაძლებელი გახადა. მარტივად გეტყვით, ვირუსი ეშმაკისეულია, ღმერთი გვეხმარება, ვაქცინით, პირბადით, ადამიანები კი ამ წყალობას უარყოფენ და ეშმაკს ირჩევენ.
შეკითხვა მაქვს ვაქცინაციის საბჭოსთან, რას აკეთებენ მანდ? შეკითხვებია სტატისტიკის მიმართულებით. მე ბატონ ამირან გამყრელიძეს ჯერ კიდევ შარშან ვეუბნებოდი, რომ სიკვდილიანობის გაშიფრული სტატისტიკა საჯაროდ უნდა გამოქვეყნებულიყო. ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 14 000 ადამიანზე მეტი. უნდა დაიდოს 2021 წლის სტატისტიკა, რამდენი მამაკაცი, რამდენი ქალი გარდაიცვალა, რა ასაკობრივი კატეგორია, რამდენი არავაქცინირებული, რამდენი ვაქცინირებული და რომელი ვაქცინებით. ვიცი, რომ არსებობს ეს სტატისტიკა და მაჩვენებლები იგივეა, რაც სინგაპურში, ცოტა უფრო რთული.
დადონ საჯაროდ ეს სტატისტიკა, სეგმენტების მიხედვით. რატომ არ დებენ, იცით? საჯაროდ რომ დადონ, მერე კითხვები დაისმება, თუ იცოდით, ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა რომ უფრო მაღალია, რატომ სთავაზობთ მოსახლეობას მაინც ჩინურ ვაქცინას?! ეს სტატისტიკა რომ დადონ, ნიშნავს, თავი გილიოტინაზე დადონ, ამიტომ არ აქვეყნებენ.
ჯერ კიდევ ნოემბერში გაფრთხილებდით, რომ დეკემბერი/იანვარი იქნებოდა მძიმე. ქვეყანა მოუმზადებელია. უკვე დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სიკვდილიანობის მატება იქნება იანვრის ბოლოს. გადაიღალა სამედიცინო სექტორი. ექიმების, ექთნების ხელფასების მატებაზე, მათ დასვენებაზე არავინ ლაპარაკობს",-წერს, გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი და დადასტურდა „კოვიდ-19“-ის 5 486 ახალი შემთხვევა
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...































