საკარანტინო და იზოლაციის ვადები შემცირდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით მომზადებული აქვთ პროტოკოლი. მისივე თქმით, პროტოკოლს უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განიხილავენ.
როგორც გამყრელიძე ამბობს, პროტოკოლის თანახმად,კარანტინის და იზოლაციის ვადების შემცირება იგეგმება როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის, ასევე ინფიცირებულებისთვის.
„გიდასტურებთ, საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მშობიარობა ღია ცის ქვეშ, ზამთრის თოვაში და გაშვილებული გოგონა - იტალიაში მყოფი ექიმის მონათხრობი
🔵რასაც ჰქვია "კულტურა" (თავისი სამინისტრო-მინისტრით) ჩვენ უბრალოდ აღარ გვაქვს" - გოგი გვახარია
1791661410
საზოგადოებათბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...
1791658982
ახალი ამბებიავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი
თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

























