ნათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს

ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა შეიცვლება საქართველოსთვის ფინანსური დერეფნის შექმნით და რა დივიდენდებს მიიღებს ქვეყანა.

„დღეს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და სინგაპურის „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN)-თან ერთად ვუმასპინძლეთ თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა. დიდი ინტერესი მიეპყრო და 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი გვესწრებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ამ სამიტზე გახლდათ ბიზნესინდუსტრია, ინვესტორები, ვისაც დიდი რესურსები გააჩნიათ და ინტერესი, რომ ინვესტირება გააკეთონ ჩვენს საფინანსო სექტორში.

ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს, რადგან უზრუნველყოფს ახალ ფინანსურ პროდუქტებს, უფრო მეტ ხელმისაწვდომობას თუნდაც გადახდების სფეროში და მეტ კონკურენციას საბანკო ინსტიტუტებს შორის.

ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის უცხოელები აღნიშნავენ, რომ ჩვენი წამყვანი ბანკების მობაილბანკის აპლიკაციები ძალიან მეგობრული და განვითარებულია და გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დიდი ისტორიის მქონე, განვითარებული საბანკო სისტემების ბანკები“, - აღნიშნა თურნავამ.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761232095

ახალი ამბები

შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქ...

შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

1761228997

ახალი ამბები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...

„ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

1761228377

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს

„მიუხედავად რევოლუციის ხუთი მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. დარწმუნებული ვარ, არც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შანტაჟი მათთვის არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“...

თენგიზ შარმანაშვილი

1761226689

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, პარლამენტში ამ პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა

ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამი...

ლევან მაჭავარიანი

1761226261

ახალი ამბები

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ამოღებულია 80 მილიონი ლარის ღირებულების „ჰეროინი“. დაკავებული...

ალექსანდრე დარახველიძე