საწვავი ისე გაძვირდა, ალბათ წირვამდე ვეღარ მივალთ, მრევლს ვინ ჩივის, ლამისაა მღვდლები ვერ მივიდნენ ტაძრამდე… - მამა პეტრე

მამა პეტრე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების შესახებ პროტესტს გამოტქვამს, ამ თემაზე მორიგ ხმაურიან პოსტს აქვეყნებს.

„ერთმა სასულიერო პირმა მომწერა ,,ზოგს სხვისი ხელით უნდა ეკლის გლეჯა”…

მართლა რა გულსატკენია, თუ სულს დაფავ და სკოლაში შვილებს ვერ უშვებ, სადილს ვერ ახვედრებ, შიშველი გყავს სახლში გამომწყვდეული და ამის გამო გული გეგლიჯება, მარტო პირადში არ მომწერო, დადექი და ისაუბრე… ისაუბრე ყველა იმ მძიმე ფონზე, რაც ასე ძალიან განადგურებს და ბოლოს გიღებს… თუ არ ისაუბრე, მოგდგებიან და გეტყვიან, რატომ არ მითხარი, რატომ არ მოხვედი და ჩაგვაყენე საქმის კურსში, დაგვესიზმრებოდაო?! მერწმუნეთ, ასე გეტყვიან!… სხვა საკითხია, თქმით რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ გულში ხინჯად არ გექნება, მეტავ მეთქვაო!..

რაც უფრო დიდხანს ითმენ, შედეგს უარესს დადებ, ბოლოს ისე გასკდება ვითომ ეს დუმილი, რომ სამყაროს შეაზანზარებს…

კიდევ  ვიტყვი, პანდემიამ სულ უფრო დაამძიმა სასულიერო პირის ცხოვრება, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ბოლო ორი წელი მღვდლის ოჯახისთვის… მოგეჩვენებათ, მრავალშვილიანები უმეტესად სასულიერო პირები არიან და მათი ფონი წარმოიდგინეთ როგორი იქნება, როცა ცარიელ მამას ხელებჩამოყრილს დაინახავენ სახლში მისულს…

ერთმა მღვდელმა შემომჩივლა, სახლში მისვლა მეზარება, ბავშვები მშივრები არიანო!..

ყველაფერთან ერთად საწვავი ისე გაძვირდა, ალბათ წირვამდე ვეღარ მივალთ, მრევლს ვინ ჩივის, ლამისაა მღვდლები ვერ მივიდნენ ტაძრამდე…

სასულიერო პირს შეცდომა რომ მოუვიდეს, ზემდგომები ჩაქოლავენ, მაგრამ არ იკითხავენ, რამ ჩააგდო ამ დღეში, რა მოხდა და რაში შეიძლება მოინახოს გამოსავალი…

არავითარი ადამიანური მოპყრობა… მშიერთან ერთად უმადურობითაც კვდები…

ძალიანაც რომ მოინდომო, ამ უმსგავსობასთან შეგუება არაფრით გამოდის…

უამრავი ფაქტი მახსენდება, მაგრამ კიდევ ერთი იყო ძალიან მძიმე…  ერთმა მღვდელმა თქვა, ცოლი მეუბნება ზეთი მაინც მოიტანე ტაძრიდანო და არ სჯერა, რომ პანაშიდზე ზეთი იშვიათად მოაქვთ, ისე გაძვირდაო!..

აი, ეს არის ჩვენი რეალობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა… ეს არის ტრაგედია უგმიროდ!..

და ამაზე გავჩუმდეთ?! და ეს ჩავყლაპოთ?! ვყლაპავდი, მაგრამ გამეჩხირა!.. ვერ გადავყლაპე!..“,-წერს, მამა პეტრე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო - მოსამართლემ დაადგინა, რომ არავაქცინირებულ ჩოგბურთელს სამედიცინო გამონაკლისი ჰქონდა

🔵10 იანვრის მდგომარეობით ყაზახეთის რესპუბლიკაში ვითარება სტაბილიზებულია და კონტროლს ექვემდებარება - ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791665025

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...

გიორგი გველესიანი

1791663611

საზოგადოება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...

სახელმწიფო სამხედრო

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია

1791661410

საზოგადოება

თბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...

ხანძრის ლიკვიდირება

1791658982

ახალი ამბები

ავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...

ავარია ავარია ავარია