შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს - ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები

დამოკიდებულება, რაც გვქონდა გიორგი გახარიას და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ არაფერი წავიდოდა. ზუსტად ამის შემდეგ იყო არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, ნახევარი ფეხით შემოსვლა პარლამენტში, ასე რომ არ უნდა ელოდონ, რომ ისე მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა, თითქოს არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვექნება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წევრ შალვა კერესელიძესთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ტექნიკურ საკითხებზე და ახალ კოლეგებს რჩევაც მისცა.
„ერთადერთი, რასაც მათ ვურჩევდი - ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და უარესად სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ მე „მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“. სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებებია. ხედავთ, საზოგადოებისგან რა რეაქცია არის - დასცინიან მათ ასეთი განცხადებებით გამო. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს - ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. თუ მათი გადაწყვეტილებაა იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს - ყველას, არა მარტო თავიანთ ამომრჩეველს, არამედ ყველას და ნუ შეეცდებიან სასაცილო განცხადებების გაკეთებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1761216082
საზოგადოებაღარიბაშვილის ადვოკატი: მან გასცა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა - რაც შეეხება თანხას, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით
რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-...
1761215121
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი მოდება...
1761212904
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა - ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს
„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) —...
1761212177
საზოგადოებაSMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Summit Tbilisi 2025, წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიება SMH Global-ის ორგანი...
1761210700
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა
ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო...