შალვა პაპუაშვილი: საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს. სიტყვის თავისუფლების სახით, შემოგვაპარეს ყველაზე ბოროტი, რომელიც კლავს ადამიანის სულს. მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ არა ბრიუსელს, არამედ ჩვენს ეკლესიას
საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი - ადამიანს. ამას მიუთითებს სწორედ პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ, სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.
მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს მოახვიეს გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის.
„ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ბალანსი და ჰარმონია. სამწუხაროა ის გამრუდებული იდეა ლიბერალიზმის, რომელიც წლების განმავლობაში თავს ეხვეოდა სხვადასხვა დაფინანსებებით სხვადასხვა ქვეყანას. დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ სამყაროში მიდის გამოფხიზლება და უპირველეს ყოვლისა აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლამ და ახალი ადმინისტრაციის ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო ის, რომ ჩახსნა ფსევდო იდეოლოგიების დაფინანსება და ამით მიეცა ყველას შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ გაფეტიშება არაფრის არ შეიძლება, მათ შორის არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ. ამის კარგი მაგალითი არის საქართველო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, თავდასხმა სიტყვიერი არა თუ დაშვებული იყო, არამედ ამის მისალმება ხდებოდა და დღემდე ხდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან თუ დონორი ორგანიზაციებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს, ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ელჩის მხრიდან და ფინანსდებიან უხვად ბრიუსელიდან. ეს არის სწორედ, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი - ადამიანს. ამას მიუთითებს სწორედ პატრიარქი, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით, შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს. მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ ყური დავუგდოთ, არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიას და მის სიტყვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II საშობაო ეპისტოლეში.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
1767859902
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, დღემდე მიკვირს, რატომ არ იბრძვიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საკუთარი სისხლის დაღვრა რატომ არ უნდათ?
ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარის...
1767856851
ახალი ამბებიორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მიიმალა“ - ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი მარნეულში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წე...
1767856058
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...
1767851459
ახალი ამბებიაშშ ვენეციის კომისიას ტოვებს
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს. აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკ...
1767848440
მსოფლიოაშშ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს
ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს....































