შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო კოვიდ - 19, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, კორონავირუსის შემთხვევების მატებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ახალი ძალები მოიკრიბა კორონავირუსმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი დაინფიცირდება.
უპირველესად, მნიშვნელოვანია სიმშვიდე და ამ მოცემულობის აუღელვებლად გათავისება.
ამასთანავე, საახალწლო მობილობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ცოტა ხნით მაინც მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდება. განსაკუთრებით მათ ეხებათ, რომლებიც ბოლო დროს სტუმრიანობდნენ ან ხალხმრავალ ადგილებში იყვნენ.
შენ შეიძლება, უპრობლემოდ გადაიტანო კოვიდ 19, მაგრამ სხვისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
და კიდევ, კორონავირუსი მარტის შემდეგ დაღმასვლას დაიწყებს.
გამომუშავდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, აცრები თავისას გააკეთებს და პირდაპირი სამკურნალო წამლებიც გამოჩნდება. თან, დათბება.
ამასთანავე, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვირუსები აგრესიულად 2 წლის მანძილზე ტრიალებს. შემდეგ კი ადიმიანები მას ადვილად უმკლავდებიან. 2022 წლის 11 მარტს კი პანდემიიდან 2 წელი გავა.
ვირუსი აუცილებლად დასუსტდება. კაცობრიობა მას სხვა ვირუსებისა და ინფექციების მსგავსად დაამარცხებს.
მანამდე კი პირადი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ",-წერს, გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























