"სულ რაღაც ოთხ თვეში, შენს სახეზე ღიმილის სხივი ჩააქრო" - ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ნინი კიწმარეიშვილი...
უკვე მძიმე სევდად დააწვება, ნინი, შენი სახელის ხსენება შენს თანაკლასელებს, აღმზრდელ მასწავლებლებს და ყველას, ვინც შენ გიცნობდა.
მძიმეა, ნინი, შენზე წარსულში საუბარი.
თორმეტი წლის ურთიერთობა მცირე დრო არ არის.
სიხარულით მოველოდით შენს სტუდენტობას, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ გამოცდების წარმატებით ჩაბარება მოასწარი.
ულმობელმა სენმა სულ რაღაც ოთხ თვეში ჩააქრო შენს სახეზე ღიმილის სხივი, არ დაგაცალა შენი ოცნებების ასრულება, არ დაგატკბო სტუდენტობის ბედნიერი წლებით, შეწყვიტა შენი სიცოცხლე და მწარედ აგვატირა.
გგლოვობს, ნინი, შენი მშობლიური ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა, გგლოვობს შენი საკლასო ოთახი, ყველა და ყველაფერი გგლოვობს ნინი, ჩვენი სათნო ნაზღიმილიანო, თბილო გოგო.
გვენანები მიწისთვის, მაგრამ მიწაა, ბოლოს და ბოლოს, მოკვდავთა ძვალთშესალაგი
მსუბუქი იყოს შენს სათუთ გულზე დაყრილი მშობლიური ქალაქის მიწა, სულს კი ზეცაში დაუმკვიდროს უფალმა სამუდამო განსასვენებელი
ნინი... ნინი... ნინი... ჩვენო დიდო ტკივილო!!!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































