"თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?!"
"თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?!", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა
"ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან. ამიტომ, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს.
გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი.
ჰოლანდიაში 150 -კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში.
ეს არის დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც.
თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ.
პრობლემაა არა ივანიშვილი, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ.
თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?! – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს.
ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული.
თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ.
მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება – მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ. არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ.
პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს.
ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ.
არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს – ასეთი კანონების მიღების წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































