კობახიძე: რუსეთისთვის საქართველოში ომის დაწყება იქნება მძიმე, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში
"რაც შეეხება ომისა და კანდიდატის სტატუსის კავშირის, ეს საკითხი პირდაპირ იყო აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"სწორედ ამის გამო შეგვიძლია გამოვიტანოთ ძალიან ლოგიკური დასკვნა - საქართველო რომ ყოფილიყო ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ეს არის მარტივი ლოგიკა.
ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ ითხოვს და ვინ არა ჩვენი ომში ჩართვას.
შეგახსენებთ, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს.
მეორე - ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მოხალისეების თვითმფრინავების გაშვებას უკრაინაში, რაც ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას.
საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში.
მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით - იქ არაფერი გართულდებოდა.
საქართველოსთვის ეს ომი იქნებოდა გამანადგურებელი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ეგვიპტის ტურისტული ქალაქის სანაპიროსთან ზვიგენების თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა
* „არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი“ - კახი კალაძე
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...






























