WHO: ფაქტები და მითები „ომიკრონის“ შესახებ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებს ფაქტებს უპირისპირებს.
ფაქტი: ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის.
მითი: COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.
- ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.
- ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.
ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.
მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.
- მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან - მათ შორის ომიკრონისგან - არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.
ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.
მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.
- ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.
ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.
მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.
- ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.
ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.
მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.
- იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.
ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.
მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ.
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)
ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.
მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.
- არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.
ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.
მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.
- მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს.
- იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ - შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
- საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას.
ასევე საინტერესოა:
🔵 49 გარდაცვლილი და 8 767 ახალი შემთხვევა - კოვიდსტატისტიკის მორიგი ანტირეკორდი
🔵 "ომიკრონის გავრცელების პიკი, თებერვლის პირველ ნახევარში იქნება" - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵 24 ათასამდე მოსწავლე მომავალი კვირიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის
1786601662
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...
1786600392
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შო...
1786598899
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ...
1786598167
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, უნდა შეწყვიტონ მსოფლიოსთვის „ლექციების კითხვა“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, უნდა შეწყვიტონ მსოფლიოსთვის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ ლექციების კითხვა....
1786596588
სპორტიესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური...































