“ავიღე ხელში მკვდარი ჯერ კიდე თბილი ჩიტი, დავხედე და თვალიც კი არ შემტოკებია, გულგრილად გადავაგდე გვერდზე“ - თემურ კილაძე
პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
მწერალმა ახლახან, ახალი რომანი, “ოქროს საწმისი”, იტალიურ ენაზე გამოსცა. “ოქროს საწმისი“ უდიდესმა იტალიურმა გამომცემლობა, “albatros“-მა გამოსცა და ის უკვე იტალიის წიგნების მაღაზიათა ქსელში იყიდება.
კილაძე, წერილში ადამიანში არსებულ მკვლელის ინსტინქტზე საუბრობს, რომელიც ადამიანში ბავშვობიდანვე ვლინდება...
„ყველაფერს რომ თავი დავანებობთ, სხვებმა თუ არა, მეცნიერებმა მაინც იციან, რომ ჩვენი პლანეტა სულ უფრო და უფრო უახლოვდება მზეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა დავიხოცებით და დედამიწა მარსს ან მთვარეს დაემსგავსება.
არა მგონია რომ ადამიანები მილიონობით წლებს მოიცდიან, ჩვენ თუ არა ქვეცნობიერმა ნამდვილად იცის რომ ჩვენ გავანადგურებთ ყველაფერს, იმიტომ რომ იმ ღმერთებმა ჩვენში მკვლელის ფუნქცია ჩანერგეს და ქრისტე მაგალითად მოგვიყვანეს, გვაჩვენეს ჩვენი არსი, ჩვენი ბუნება.
მხოლოდ ახლა გამახსენდა თუ რას ვაკეთებთ ბავშვობაში პირველს, - შურდულს და მერე ჩიტებს დავდევდით დასახოცად. კი გვიხსნიდა დედა, მაგათ ხომ ბარტყები ჰყავს, ისეთივე შვილები, როგორიც შენ ხარ ჩემთვის და დედას რატომ უკლავო, მაგრამ ჩვენ არაფერი გვესმოდა. როგორც კი უმეთვალყურეოდ დავრჩებოდით გაშმაგებით დავდევდით ჩიტებს დასახოცად.
როცა ცუდი ამინდია, ან ცუდი უნდა გახდეს მერცხლები ძალიან დაბლა ფრენენ, ფაქტობირვად ალბათ ერთი მეტრით მაღლა ქვაფენილიდან. ვისაც გინახავთ ეს სცენა, მიაქცევდით ყურადღებას თუ რა სწრაფად, ლაღად და ლამაზად დაფრინავენ. ეგეთი რატომ უნდა მოკლა თუ საარსებო წყაროდ არ გჭირდება?! ერთხელ დავჯექი გზის პირას ავიღე ქვა ხელში და დავიწყე ექსპერიმენტირება, მოვარტყამ თუ ვერ მოვარტყამ. ვერ მოვარტყი. მერე მოგვიანებით კიდე ვსინჯე , ისევ ვერ მოვარტყი და ბოლოს და ბოლოს მოვარტყი. ავიღე ხელში მკვდარი ჯერ კიდე თბილი ჩიტი, დავხედე და თვალიც კი არ შემტოკებია, გულგრილად გადავაგდე გვერდზე. მერე ქვებს აღარ ვესროდი და არც სურვილი მქონდა მოკვლის, უბრალოდ ინტერესი დავკარგე მოკვლის ასეთი მექანიზმის მიმართ, სხვამ დამაინტერესა.
ხურმა ყოველთვის რჩება ხეებზე მოუკრეფელი და ერთხე, საშინლად რომ ბარდნიდა თოვლი და შაშვებს რომ საშინლად შიოდათ და ხე გავსებული იყო ფრინველით, მოვიპარე ბიძიას თოფი და ქვევიდან მივეპარე. ორლულიანი თოფიდან, ფაქტობრივად დაუმიზნებლად გავისროლე და მერე სიხარულით მოვხიკე, ზოგი მკვდარი და ზოგიც დაჭრილი შაშვი. ბიცოლამ ბოსტნეულში მოთუშა და საღამოს ყველამ სიამოვნებით ჩავაკნატუნეთ ძვლებიანად. არც მაშინ, როცა შურდულით დავდევდი ჩიტებს და არც მერე, მერცხალი და შაშვები რომ მოვკალი, მე სინდისის ქენჯნა არ მიგრძნია.
მერე ტირში დავდიოდით ბიჭები და გოგოები და ყველანი გაშმაგებით ვესროდით ხის თუ რკინის ჯარისკაცებს, ვხოცავდით და ვხოცავდით და ამისთვის დახლის იქით მყოფი კაცი, საჩუქრებს გვირიგებდა...
ჰო, არ დავიცდით ჩვენ სანამ დედამიწა მიუახლოვდება მზეს, სად გვაქვს მაგდენი დრო.“ - წერს თემურ კილაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...
1791383309
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...
1791383197
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...
1791381935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...
1791380679
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

























