„დრონნი მეფობენ და არა მეფენი“ - ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, რას წერს დავით მრელაშვილი
„„დრონნი მეფობენ და არა მეფენი“ - ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე“, - წერს სოციალურ ქსელში დავით მრელაშვილი აშშ-ში მოღვაწე ტელე-ნერვოლოგი.
„მეგობრებო,
დრონნი მეფობენ და არა მეფენი.
ბევრ გულის ამაჩუყებელ ლაპარაკს აღარ დავიწყებ, მგონი სიტუაცია და საჭიროება ყველასთვის ნათელია.
ახლა მსოფლიოს არა-სამხედრო ნაწილის (რიგითი მოკვდავების) ფოკუსი მიმართულია იმაზე რომ მაქსიმალურად ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე გადავარჩინოთ, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები (!), რომელსაც ომი არ აურჩევიათ და უბრალოდ აგრესორის თუ ბრმა ბომბის მსხვერპლნი ხდებიან ყოველდღე.
კოვიდ პანდემიის გამოცდილებამ მე პირადად ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ერთი რამ: თუ რამის გაკეთება გინდა - უნდა ადგე და თავად გააკეთო; როგორც Nike-ი იტყოდა - Just do it! და მეორე: შორიდანაც კი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არის რაღაც ელემენტები რომლის გაკეთებსაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შეძლებ.
ამ მესიჯს ახლა თვითმფრინავში ვწერ - პოლონეთში მივფრინავ, რომელიც ახლა ფაქტიურად, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების ეპიცენტრია უკრაინის საზღვართან. ასიათასობით ლტოლვილია, რომლებსაც არანაკლები დახმარება ჭირდება ვიდრე უკრაინაში მყოფებს.
თან მიმაქვს სამი გაძეძგილი ჩემოდანი - რაც ჩაეტია. ამერიკული მყისიერი სისხლდენის შემაჩერებელი ფხვნილის პაკეტები, მკერდის გამჭოლი ჭრილობის ვაკუუმური “ლატკები”, პირველადი დახმარების საგნები, პორტატული დეფიბრილატორი, სამხედრო გამოყენების რაციები, დრონები. ეს ზღვაში წვეთია რა თქმა უნდა იმ დახმარებსთან რასაც მთლიანი სახელმწიფოები ახორციელებენ, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო - ხომ გაგიგიათ? ეს ჩემი ოფლის რამოდენიმე წვეთია რომლებიც უკრაინელების სისხლის წვეთებს დაზოგავს.
საქართველოდანაც მიერთდებიან მეგობრები რომლებიც ჩამოვლენ და ადგილზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
მე, ზოგადად, ამ ომში ფსონი უპილოტო საფრენ აპარატებზე მაქვს (უფროსი თაობისთვის: ე.წ. “დრონი” (Drone), რომელიც ფაქტიურად მფრინავი ვიდეო კამერაა ციდან დისტანციური ხედვით და მართვით მრავალ კილომეტრზე). მომცროები მხოლოდ დაზვერვისთვისაა, ცოტა მოზრდილებს ტვირთის გადატანა და ციდან ჩამოგდებაც შეუძლიათ კილომეტრებიდან მოშორებით, სანტიმეტრების სიზუსტით (მათ შორის მცირე ზომის ყუმბარების - კილომეტრებით მოშორებით).
ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ ჩემ ფეისბუკზე ანგარიშის ნომერს, ეს არა იმიტომ რომ ვინმეს რამეს გთხოვთ, არამედ მათთვის ვისაც უნდა დარწმუნებული იყოს რომ მათი კონკრეტული წვლილი კონკრეტულ დანიშნულებამდე მივა - ეს პირდაპირი და უშუალო არხია ამისთვის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ ვაწვდი ამეებს).
ვაპირებ საერთო ჯამში 100 DJI ფირმის დრონი ვაჩუქოთ ქართველებმა (და არა საქართველოს მთავრობამ) უკრაინის ჯარს. ცალი დაახლოებით 350-400 ევრო ჯდება (თუ მოვახერხეთ ფასდაკლება). თუ მეტი თანხა შეგროვდა - დიდი ალბათობით სამედიცინო ინვენტარს შევიძენ დანარჩენით. თითოეული შენაძენზე დეტალები იქნება გასაჯაროებული.
პ.ს. ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. ციდან სურათს ვერ გამოგიგზავნით - გასაიდუმლოებულ პოზიციებზე ვართო, მარა დრონის უკრაინულად "მონათვლის" მომენტი ჩააკარტოჩკეს.“, - წერს დავით მრელაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ახლა კი არ გამხდარა ასეთი, სულ ასეთი იყო!!! - რას წერს სალომე ზურაბიშვილზე ემიგრანტი საფრანგეთიდან
🔵 სერგეი ლავროვი: მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ ჩვენს ოპერაციას გავაგრძელებთ
1795613998
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...
1795612609
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...
1795612104
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1795611668
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლ...
1795611296
მსოფლიო„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა...





























