"გთხოვთ სასწრაფოდ დაუწესოთ სანქციები და ჩამოართვათ საფრანგეთის მოქალაქეობა" - შალვა ნათელაშვილის ღია წერილი ემანუელ მაკრონს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საფრანგეთს პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავს და ღია წერილს აქვეყნებს:
"საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს,მის აღმატებულებას ემანუელ მაკრონს
2- საფრანგეთის ეროვნული კრებისა და სენატის ყველა წევრს
3- საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს.
ძვირფასო მეგობრებო, საუკუნეებია ქართველი ხალხის ყველა თაობა, ფრანგი ხალხისა და ფრანგული ცივილიზაციისადმი განმსჭვავულია უდიდესი თაყვანისცემის გრძნობით.
სამწუხაროდ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს საქართველოს დიქტატორად მოევლინებოდა საფრანგეთის მოქალაქე, რუსი მილიარდერ-ოლიგარქი პუტინის გარემოცვიდან ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეისყიდა ქართული სახელმწიფო რუსული მილიარდებთ, ყველა შტო სამთავრობო, საკანონმდებლო, სასამართლო ამ დიქტატორის პირადი საკუთრებაა, ბიზნესი მისი მონოპოლიაა, დაპატიმრებული, დათრგუნული და რეპრესირებულია ოპოზიცია, გაყალბებული და ნაყიდია ყველა არჩევნები რაც ბოლო ათ წელში ჩატარდა.
ამჟამად საქართველოს მთავრობა გადაქცეულია პუტინის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ქვეყანა არ შეუერთდა არც ერთ სანქციას პირიქით ფართოდ გაეხსნა გზა რუსულ ტვირთებს მათ შორის სტრატეგიულს, ივანიშვილის განკარგულებით მასობრივად თეთრდება რუსი ოლიგარქების შავი ფული საქართველოს გავლით.
ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ საფრანგეთის მთელი რიგი გავლენიანი პოლიტიკური და საქმიანი წრეები ლობირებენ დიქტატორ ივანიშვილს საქართველოს საზიანოდ, რათა დაუძვრეს ის პასუხისმგებლობას.
ამისთვის საპატიო ლეგიონერის წოდებაც კი მიანიჭეს( თუ არ ვცდები ეს წოდება ასევე მინიჭებული ჰქონდა ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას, რომელიც შემდეგ კაციჭამიაც აღმოჩნდა).
ივანიშვილს ასევე საფრანგეთმა აპატია "ანგოლაგეიტი" როდესაც მან ერთი მილიარდის რუსული იარაღი შეიტანა ანგოლაში და იმსხვერპლა 1 მილიონი ადამიანი.
დიქტატორს პარიზმა აპატია ისიც, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მან მიიღო ყალბი ქორწინების მოწმობით 90-იან წლებში.
უფრო მეტიც, მხარდაჭერა იქამდე მივიდა,რომ პრეზიდენტ პუტინის ცნობილმა ლობისტმა საფრანგეთში ეროვნული აკადემიის მდივანმა ჰელენ დანკოსმა პუტინთან შუამავლობით საქართველოს პრეზიდენტად გაყალბებული არჩევნებით, რუს ოლიგარქს დაასმევინა თავისი და საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მონურად ემორჩილება დღემდე რუს დიქტატორს.
ეს პოლიტიკური ტრაგედია იქამდე მივიდა, რომ პირველად ჰიტლერის შემდეგ ევროპაში აიკრძალა პოლიტიკური პარტია "ლეიბორისტული პარტიის" სახით რადგან ჩვენ ვაპროტესტებდით საპარლამენტო ბოიკოტის ფორმით პუტინის სცენარით ჩატარებულ არჩევნებს.
ამის გამო საფრანგეთის მოქალაქე რუსი დიქტატორის ბრძანებით და საფრანგეთის მოქალაქე პრეზიდენტის ხელმოწერით პარტიას წაართვეს საარჩევნო კომისიებში კუთვნილი ყველა წევრი, წარმომადგენლები რეკლამისა და ყველა სხვა უფლება, რაც როგორც საპარლამენტო ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ეკუთვნის საქართველოში ხოლო რამდენიმე ხნის წინ მეც გამრიცხეს პარლამენტიდან კანონიერი მშვიდობიანი ბოიკოტის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ დაუწესოთ სანქციები რუს ოლიგარქ დიქტატორ ივანიშვილს, როგორც ეს მოხდა ყველა სხვა რუს ოლიგარქზე, მისცეთ პასუხისგებაში "ანგოლაგეიტისათვის" და ჩამოართვათ საფრანგეთის მოქალაქეობა.
უდიდესი პატივისცემით შალვა ნათელაშვილი",- აღნიშნულია მიმართვაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794320201
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქ...
1794318298
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების ანტიკონსტიტუციურობა იმდენად ცალსახაა, რომ წარმოუდგენელია, თავი დაიცვან უმძიმესი ბრალდებებისგან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან მათ სარჩელზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ. მი...
1794316658
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთში პარტიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობა
„ჩინეთის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან მა ჰუითან შეხვედრაზე აღვნიშნეთ კმაყოფილებით ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ-ჩინური ურთი...
1794315951
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1794315859
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას
„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრ...





























