"სამსახურიდან მოსულ დედას დაღუპული დახვდა შვილი, ჯერ კიდევ თბილი იყო მისი სხეული…" – საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი, 23 წლის გიორგი მანჯგალაძე გარდაიცვალა, 20 წლის შემდეგ 1 თვეში საქართველოში ბრუნდებოდნენ
საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი, 23 წლის გიორგი მანჯგალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი – შოთო სიხარულიძე“ ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი საფრანგეთში (lille france ლილი) 23 გიორგი მანჯგალაძე.
დილით როცა სამუშაოდ წავიდა ცოცხალი და ჯანმრთელი დატოვა შვილი, ჩვეულებისამებრ თვალები და შუბლი დაუკოცნა და გულში მაგრად ჩაიკრა…. საღამომდე დედი შვილო გიო, ჩემო ანგელოზო, აბა შენ იცი მე მალე დავბრუნდები…. მიყვარხარ დედაა….
სამსახურიდან დაბრუნებულ დედას საღამოს შვილი უგონო მდგომარეობაში დახვდა ჯერ კიდევ თბილი იყო მისი სხეული ფანჯარასთან წაქცეული… აღარც პულსი ესინჯებოდა და აღარც გულის ცემა ისმოდა გიორგისი…. უცებ გაისმა განწირული ემიგრანტი დედის ბღავილი მიშველეთ! გიო შვილო თვალები გაახილე დედაა…!!! გულის მასაჟები ხელოვნური სუნთქვაც მაგრამ… შემდეგ რაც მოხდა ამის წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში ჩავარდებოდა ქალბატონი შორენა….. ხელებში ჩააკვდა 23 წლის ვაჟკაცი….
1 თვეში საქართველოში სვანეთში ჩადიოდნენ 20 წლიანი ემიგრაციიდან მაგრამ არ დასცალდათ…
გიო იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს,შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 23 წლის იქნები…
ყველგან გვესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის ღმერთმა ნათელში გამყოფოს გიო…
რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები შენი სურათის მოფერების გარდა არაფერი შეგვიძლია. თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა კი მხოლოდ ცრემლებს ბადებს და უზომოდ გვაკლიხარ გვენატრები.
შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა ემიგრანტი დედა და ოჯახი…
ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ… დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…
ცრემლები? – ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… ”
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას შორენა ღვინიაშვილს ემიგრანტი შვილის 23 წლის გიორგი მანჯგალაძის გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობთ ოჯახს ნათესავებს მეგობრებსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: დედა მოგიკვდეს შვილო”,- წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
🔵სინამდვილეში ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ სასიყვარულო წერილი?
1782738320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული...
1782736259
ახალი ამბებინინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო
„ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირან-სომხეთის ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსა...
1782735170
ახალი ამბები„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდ...
1782732989
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნ...
1782730684
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შ...




























