შეიძლება თუ არა დაბანა ინფექციური დაავადებების დროს - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რეკომენდაცია
შეიძლება თუ არა ავად მყოფი ადამიანისთვის დაბანა ინფექციური ან რომელიმე სხვა დაავადების დროს, - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ მოსაზრებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენთან ინფექციური დაავადებების დროს ზოგჯერ არასწორად მიიჩნევენ, რომ დაბანა არ შეიძლება. ეს კი, პირიქით, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც თვითონ პაციენტს, ასევე მის გარშემომყოფებს.
არაერთ პაციენტს უხერხულად მოუბოდიშებია, რომ რადგან ავად არის, შხაპი ვერ მიიღო ვიზიტზე მოსვლამდე. მე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობაა ყველანაირი პაციენტი გულისხმიერად მივიღო, ჰიგიენური მდგომარეობის მიუხედავად, და ეს პოსტიც სულაც არ არის ამის შესახებ.
მთავარი ისაა, რომ შხაპის მიღება ავადმყოფობის დროს სულაც არ იკრძალება, მათ შორის არც გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ჯობია ძალიან ცხელ წყალს მოვერიდოთ, რომ კანის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ზომიერად თბილი წყლით შხაპის მიღება და კანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყრის შემთხვევაში.
ასევე, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია (გრიპი, კოვიდი და სხვ.) და ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებენ, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“.
თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?
თუ ახველებს, ასეთ დროსაც ზოგჯერ თავს იკავებენ დაბანისგან, არადა, ხველის დროს ორთქლი აშკარად ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს.
თუმცა, ამ მხრივ პროგრესი აშკარად შეინიშნება. მე ის დროც მახსოვს, მენსტრუაციის დროს რომ ეგონათ, დაბანა არ შეიძლებოდა, ან ახლად ნამშობიარევი ქალი კარგა ხანს რომ არ იღებდა შხაპს. საბედნიეროდ, მგონი, ამ სისულელეების დრო დასრულდა, მაგრამ ბევრი დაავადების დროს ჯერ კიდევ იკავებენ ადამიანები თავს დაბანისგან, რაც სრულიად გაუმართლებელია," - წერს მაია ბუწაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რამდენად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს?
🔵 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
1782407281
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...
1782405508
ახალი ამბებითბილისში კაცი დაჭრეს
თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...
1782402853
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...
1782399697
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...
1782397623
ახალი ამბებილეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...































