ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს - ტურნირის საპრიზო ფონდი 75 მილიონი დოლარია, გამარჯვებული 3 მილიონზე მეტს მიიღებს

საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 92-ე საფეხურს იკავებს.

2023 წლის საჩოგბურთო სეზონის სტარტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მელბურნში გაიმართება – ავსტრალიის ღია პირველობა (16-29 იანვარი).

30 წლის ქართველ ჩოგბურთელს ეყო რეიტინგი, რომ გრანდ სლემის ძირითად ბადეში

მოხვედრილიყო, ასე რომ ნიკამ კვალიფიკაციაში თამაშიდან თავის არიდება შეძლო.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯამში 128 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას – რეიტინგის 104 მოწინავე სპორტსმენი, 16 კვალიფიკანტი და 8 ვაილდ ქარდის მფლობელი.

ტურნირის საპრიზო ფონდი 75 მილიონი დოლარია, გამარჯვებული კი 3 მილიონზე მეტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ავსტრალიის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელიც 2023 წლის ტურნირზე მეორე განთესვით ისარგებლებს, პირველი მისი თანამემამულე – კარლოს ალკარასი იქნება.

ტურნირის ორგანიზატორებმა მოუხსნეს დისკვალიფიკაცია ნოვაკ ჯოკოვიჩს და სერბი ჩოგბურთელი სავარაუდოდ იასპარეზებს 2023 წლის Australian open-ზე.

ტოპ 10 განთესილი ჩოგბურთელი

1. კარლოს ალკარასი2. რაფაელ ნადალი3. კასპერ რუუდი4. სტეფანოს ციციპასი5. ნოვაკ ჯოკოვიჩი6. ფელიქს ოჯე-ალიასიმი7. დანილ მედვედევი8. ანდრეი რუბლიოვი9. ტეილორ ფრიცი10. ჰუბერტ ჰურკაჩი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782409045

ახალი ამბები

„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“ - მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონი...

 მიხეილ ყაველაშვილი

1782408199

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს

„საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემა...

ირაკლი კობახიძე

1782407281

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...

მარიამ ქვრივიშვილი

1782405508

ახალი ამბები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...

ყვითელი ლენტი

1782402853

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...

დსფს