ყველა, ვინც უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას გასცემს და მათ ასრულებს, მოიძებნება და პასუხს აგებს - ვოლოდიმირ ზელენესკი
ყველა, ვინც უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას გასცემს და მათ ასრულებს, მოიძებნება და პასუხს აგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვ იარში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
„მოგეხსენებათ, ნაცისტ მკვლელებს 90 ან 100 წლის ასაკშიც პოულობენ და ასამართლებენ. მათ იჭერენ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, არ გვინდა ამდენ ხანს ლოდინი. მაგრამ მოვიყვან ამ მაგალითს იმის საჩვენებლად, რომ სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. ყველასთვის – აბსოლუტურად. ისევე როგორც ნაცისტები. და ნუ იმედოვნებენ, რომ მათი სახელმწიფო დაიცავს მათ. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება. ამ შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელი სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ოკუპანტების დანაშაულების აღსანუსხად და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული მრავალი ქვეყნიდან. რუსულმა ტერორმა დიდი ხანია, გადალახა ზღვარი, რომლის მიღმაც ცივილიზებულ სამყაროში ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია – რუსეთის, ტერორისტული სახელმწიფოს დასჯა, ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ლათინურ ამერიკაში, აზიაში და აფრიკაშიც კი გაიგონ სიმართლე ჩვენს ქვეყანაში რუსული ტერორის შესახებ“, – თქვა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში 2 საათის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა
🔵ასობით ათასი ჩვენი მებრძოლი ჩაერთვება ხერსონის გათავისუფლებაში! - ბუკა პეტრიაშვილი
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - 11 ივლისის ამინდის პროგნოზი
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...






























