167 ადამიანი ემსხვერპლა არეულობას ყაზახეთში - ჯანდაცვის სამინისტრო
ყაზახეთში საპროტესტო შეტაკებების შედეგად 164 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ალმათიში დაღუპულ 103 ადამიანს შორის 2 ბავშვია. არეულობას ემსხვერპლა ყიზილორდას ოლქში 21 ადამიანი, ჟამბილის ოლქში – 10, ხოლო ალმათის ოლქში – 8 კაცი.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედიით ვრცელდება, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ რიცხვებზე გაცილებით მეტია.
დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დემონსტრაციები თხევად გაზზე ფასების ზრდამ გამოიწვია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდგომ შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა.
საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 2 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
გასულ კვირას ყაზახეთში ვითარების განსამუხტად სხვადასხვა ქვეყნის ჯარები შევიდნენ, მათ შორის რუსეთის.
პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება ქვეყანაში დასტაბილურდა, ხოლო ჯარები "წმენდისა" და "სტრატეგიული ობიექტების" დაცვით ოპერაციებს აგრძელებენ.
ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი კი 23 საათიდან დილის 7 საათამდეა.
10 იანვარი ყაზახეთში, გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 4 ნიშანი, რომელიც არასდროს მოკვდება სიღარიბეში
🔵"ომიკრონს" ვერაფერი გააჩერებს - ივანე ჩხაიძე
🔵არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ - ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონის“ შტამზე
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























