ფინეთის პრეზიდენტი: აშშ-ის ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცდება
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება.
„ჩვეულებრივ, გაერო, ან სულ მცირე მისი მოკავშირეები, ცდილობდნენ ამ ტიპის თავდასხმების ლეგიტიმაციას. ამჯერად ამაზე ბევრი საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის ქმედებები აშკარად მიზნად ისახავს ირანის მიერ საკუთარი ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებას.
სტუბი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემდგომი მოლაპარაკებები პირდაპირ აშშ-სა და ირანს შორის გაიმართება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შესახებ კომენტარი გააკეთა და ყველასთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანად „ცხელი ფაზის“ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება დაასახელა.
„ფინეთი მიიჩნევს, რომ ირანში არსებული სიტუაციის მდგრადი გადაწყვეტის მოსაძებნად აუცილებელია დიალოგისა და დიპლომატიის დაბრუნება“, - აღნიშნა მან.
1772299574
მსოფლიოთეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპი ირანზე დარტყმებს მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს მთელი ღამის განმავლობაში მარ-ა-ლაგოდან აკვირდებოდა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციებს მართავდა, როდესაც...
1772297054
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციის მისაღწევად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება...
1772295763
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა და პროცესი მათ მიერ არის ორკესტრირებული. „202...
1772293699
მსოფლიოაბას არაღჩი: რამდენადაც მე ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამე...
1772292316
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა
ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმა...































