თამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად

„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მართლაც, მრავალი ათასი მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოინახა პრობლემის გადაჭრის გზები. ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად. ბუნებრივია, ეს არის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებდა. დღეს მათ უკვე ვთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას და ბოლომდე, მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ამ პროცესს დავასრულებთ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და თუ დოკუმენტურად ყველაფერი დადასტურდება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა მათგანი გახდება მესაკუთრე. საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794924440

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო

„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირვ...

ბექა ძამაშვილი

1794924305

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს

„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ...

რატი იონათამიშვილი:

1794922373

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის

„ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...

არჩილ გორდულაძე

1794921966

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი უხვად ინახავს

„საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომლებ...

იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე

1794921058

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი