თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სარეგისტრაციო პროცესებისთვის კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ ზოდელავამ იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რაც მიწის რეგისტრაციას ათეულობით წლის განმავლობაში უშლიდა ხელს:

„მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: პირველი ის, რომ 80-იან წლებში მარნეულის ტერიტორიაზე არსებული იაღლუჯის ქედის ფერდობი გამოიყო რუსთავის მოსახლეობისთვის განაწილების მიზნით, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია განაწილდა რუსთავის მოსახლეობაზე; მეორე გახლდათ ის, რომ დოკუმენტები - განაწილების გეგმები, საარქივო მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დადგინდეს, მართლა ფლობს თუ არა პირი მიწის ნაკვეთს და არის თუ არა მესაკუთრე - ეს საარქივო მასალა უნდა ყოფილიყო მოძიებული. აქაც იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ეს განაწილების გეგმები არ მოიძებნებოდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი გახდა საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელიც იაღლუჯის სამეზობლო ფორმით იყო ჩამოყალიბებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794924440

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო

„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირვ...

ბექა ძამაშვილი

1794924305

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს

„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ...

რატი იონათამიშვილი:

1794922373

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის

„ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...

არჩილ გორდულაძე

1794921966

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი უხვად ინახავს

„საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომლებ...

იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე

1794921058

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5931 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი