დაიღუპა 200 ადამიანი - განგსტერების თავდასხმა ნიგერიაში

ნიგერიაში შეიარაღებული მებრძოლების თავდასხმის დროს 200 ადამიანი დაიღუპა, -  ინფორმაციას, ბიბისი ავრცელებს.

შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად დაასახიჩრეს მსხვერპლების ცხედრები და დაწვეს სახლები. მოიპარეს  2 0000-ზე მეტი პირუტყვიც. 

შეიარაღებული ბანდიტების თავდასხმა  ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ზამფარას შტატში მოხდა.

როგორც გადარჩენილებმა BBC-ს განუცხადეს, მოტოციკლით ამხედრებული განგსტერები თავს დაესხნენ სოფელს და ისროდნენ უმისამართოდ.

ქვეყნის ჰუმანიტარულ საქმეთა მინისტრის სპიკერმა სადია უმარ ფარუკმა AFP-ს განუცხადა, რომ 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული. მან ასევე დაადასტურა, რომ 10 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და ბევრი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბანდიტებმა გაათავისუფლეს  კიდევ 30 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელი, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 

ცნობისთვის, ივნისში გამტაცებლებმა ქალაქ ბირნინ ქების სკოლიდან 102 მოსწავლე და რვა მასწავლებელი გაიტაცეს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 დაიღუპა შვიდი და დაშავდა 32 ადამიანი - შემზარავი ტრაგედია ბრაზილიაში (ვიდეო)

🔵 აღარ გვყავს კიდევ ერთი ემიგრანტი, ძალიან კარგი თბილი სიცოცხლით სავსე, ყურადღებიანი ადამიანი...

🔵  წმინდა ნიკოლოზის ყველაზე ძლიერი ლოცვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791657856

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე

ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია