დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - მსხვერპლი 950-მდე გაიზარდა
დღეს 23 ივნისს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პაქთიკის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას 950-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 600-ზე მეტი პირი.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები კიდევ იმყოფებოდნენ.
ასევე, მსხვერპლის შესახებ სამწუხარო ცნობები ვრცელდება აღმოსავლეთის სხვა პროვინციებიდანაც, მათ შორის ნანჰარჰარიდან და ხოსტიდან, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით არ სახელდება.
მაშველები სტიქიის ზონაში ვერტმფრენებით ჩადიან.
რაც შეეხება სამძებრო-სამაშველო ოპერაციას, იგი დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.
ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში მმართველ ძალად, ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ქვეყანა აშშ-ს სამხედრო ძალებმა დატოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍250 დაღუპული და ასზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში
1790672432
საზოგადოებაკახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს
თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს, - განაცხადა კახა კალაძემ ჩინეთ...
1790671420
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამ...
1790670814
საზოგადოებალევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი
ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდ...
1790670738
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენა...
1790669096
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, გაგვეჟღერებინა, რას აკეთებს საქართველო იმისთვის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს
ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმ...


























