ესპანეთი კოვიდ19-თან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის

ესპანეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი სახელმწიფოა, რომელმაც  პანდემიასთან ბრძოლის ხედვა შეცვალა. ,,შევწყვიტოთ შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის დათვლა. დავიწყოთ მკურნალობა ისე, როგორც ჩვეულებრივი გაციების დროს"- ეს არის ესპანეთის მთავრობის ახალი გზავნილი. 

პანდემია იცვლება, ამ მიზეზით ჩვენც ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი. ეს არის ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ახალი იდეა, რომ დადგა დრო პანდემიის სხვაგვარად მონიტორინგის.

,,ესპანეთი ავითარებს  Covid19-ის წინააღმდეგ ახალ სისტემას, როგორც ჩვეულებრივი გრიპის მონიტორინგისთვის."- ასეთ სათაურს ვხვდებით გაზეთ El Pais მთავარ გვერდზე.

,,ჩვენ გვაქვს პირობები რომ თანდათანობით, სიფრთხილით გავხსნათ დებატები ტექნიკურად ევროპულ დონეზე, რათა დავიწყოთ ამ დაავადების ევოლუციის შეფასება განსხვავებული პარამეტრებით რაც აქამდე გვქონია."-თქვა ესპანეთის პრემიერმა რადიო Cadena-თან ინტერვიუში. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ესპანეთის მთავრობას აქვს მხედველობაში იქნება Covid19-ის ვარიანტების მკურნალობის დაწყება ისე,  როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში. ,,შეწყვიტეთ შემთხვევების დათვლა და თითოეული სიმპტომის ტესტირება."

ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოები თვეების განმავლობაში ამ ხედვაზე, ახალ სტრატეგიაზე მუშაობდნენ, რათა გადავიდნენ ,,სენტინელაზე," რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა გრიპის საწინააღმდეგოდ. ,,იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში გამოვლენილი Covid-ის შემთხვევების მიმართ დღევანდელი მიდგომები გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. უფრო სტრატეგიული იქნება შეირჩეს სკოლებში, სამედიცინო ცენტრებსა და საავადმყოფოებში მედიცინის მუშაკები. ამის მიზანი იქნება სტატისტიკის შექმნა, რომელიც განაწილებული იქნება საკვანძო პუნქტებში, როგორც ეს ხდება გამოკითხვებით კვლევების ჩატარებისას. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვთვალოთ როგორ ვრცელდება დაავადება, მსუბუქ თუ რთულ ფორმებში როგორ ვლინდება, დავითვლით არა ისე როგორც აქამდე. არამედ მხოლოდ მათ დავითვლით, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და არა მათ, ვინც უსიმპტომოა."- აცხადებენ ესპანეთის მთავრობაში.

ნონა გედენიძე

იტალია, რეჯო-ემილია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი