Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.
JDD-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იულია მენდელი კორუფციასა და ზელენსკის ავტორიტარული გადახრის შესახებ საუბრობს.
„მე მჯერა, რომ ის ჩემი ქვეყნის მთავარ პრობლემად იქცა. მსოფლიომ უკრაინა ერთ კაცთან გააიგივა. მათ ეს სრულიად შეთხზული იმიჯი დაიჯერეს. მე მჯერა, რომ ზელენსკი ახლა ამ ომის მთავარი ბენეფიციარია“, - განაცხადა მენდელმა.
როგორც მენდელმა აღნიშნა, სწორედ სამხედრო კონფლიქტის გამო რჩება ზელენსკი ხელისუფლებაში, რადგან მან არჩევნები გააუქმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებულია მისი ახლო წრის კომპანიები, რომლებიც ევროკავშირიდან მილიარდობით ევროს იღებენ.
„ორი წელი ვიმუშავე მასთან და ვიყავი, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ერთგულ პროპაგანდისტებს შორის. პრესმდივანი საკუთარი სახელით არ საუბრობს, ის პრეზიდენტის ხმაა და არ შეიძლება, მას საჯაროდ დაუპირისპირდეს. ჯერ კიდევ 2021 წელს პირად საუბრებში ძალზე კრიტიკული გავხდი. ბევრნი ვფიქრობდით, რომ ის პირველ საპრეზიდენტო ვადასაც ვერ დაასრულებდა. მისი არაპროფესიონალიზმი თვალსაჩინო იყო, ის წელში გატეხა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან კონფლიქტმა, ხოლო მერკელთან უბრალოდ კატასტროფული ურთიერთობა ჰქონდა“, - განაცხადა იულია მენდელმა.
არჩევნები უკრაინაში 2019 წელს ჩატარდა. ზელენსკის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გაუქმდა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოტივით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება „უდროო“ იყო.
1785669140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა
ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართ...
1785668203
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა - ამას აკეთებს უცხოური აგენტურა
რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა...
1785668126
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა
„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - განაცხადა საქართველოს პრეზი...
1785665014
ახალი ამბებისაფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ტყის ხანძრები „კონტროლს ექვემდებარება“
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაცია „კონტროლს ექვემდებარება“, თუმცა კვლავ არასტაბილურია. „საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში ხან...
1785662922
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა, წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება
გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...






























