მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა.
ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბული გზით შემოიტანა „ჰექსოგენის“ შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნივთიერებას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1779725556
ახალი ამბებიქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო, ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავ...
1779722189
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს...
1779722090
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კ...
1779718987
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...
1779718582
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ, რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადა...































