შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
„აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! უკვე არაერთი წელია, სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი, დაიცვას თავისი ეროვნული იდენტობა და იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით. სწორედ ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები.
ნამდვილი პარტნიორობა არა ერთგვაროვნებაზე, არამედ განსხვავებების პატივისცემაზე დგას. ძლიერი ურთიერთობები ყალიბდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად აღიქვამენ, საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებით.
დამოუკიდებლობა ფასეულია სწორედ იმიტომ, რომ იგი აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას შესაძლებლობას, მხოლოდ საკუთარი ხალხის ნების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები და განსაზღვროს ქვეყნის ბედი.
დღევანდელ მსოფლიოში ხშირად ვხვდებით გლობალური ინტერესების უპირატესობისა და თავსმოხვეული იდეოლოგიური ერთგვაროვნების მცდელობებს. უდავოა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ინტერესების გაზიარება და თანხმობის მიღწევაც.
თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ თანხმობა არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, ერთიანობა არ უტოლდება საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას, ხოლო თანამშრომლობა არ გულისხმობს ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმას.
ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც განსხვავებები უგულებელყოფილია და მრავალფეროვნება იზღუდება, ადრე თუ გვიან გარდაუვალი პრობლემები იჩენს თავს. ამის მაგალითია საბჭოთა კავშირის მცდელობა, ნიველირება მოეხდინა ხალხების ინტერესებს შორის, უგულებელყო მათი ისტორია და იდენტობა, ჩაეხშო ხალხების მრავალფეროვანი მისწრაფებები. ამგვარი სისტემები დიდხანს ვერ იარსებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„სამხრეთ კავკასიაში განვითარებული სამშვიდობო ტენდენცია ამ ჭეშმარიტებას კარგად გვიჩვენებს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის მშვიდობიანი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სულითა და გულით მივესალმებით, ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ორი სუვერენული სახელმწიფო პირდაპირ დიალოგს აწარმოებს საკუთარი ეროვნული ინტერესების საფუძველზე და ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემით.
კონფლიქტების გადაწყვეტა სწორედ ასეთი მიდგომით უნდა ხდებოდეს და არა გარე აქტორების ჩარევით. ამგვარი ჩარევა, როგორც წესი, არა კონფლიქტში მონაწილე მხარეების, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესებს ემსახურება და მშვიდობისა და რეალური შეთანხმების მიღწევის გზაზე დაუძლეველ ბარიერებს წარმოშობს. ამიტომაც კონფლიქტის გადაწყვეტის მთავარი მექანიზმი სუვერენიტეტის პატივისცემა და პოლიტიკური ჩაურევლობაა.
საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მომავალშიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ათვისებას და ჩვენი ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენი პარტნიორობის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს. ეს ურთიერთობები ყველა დონეზე ვითარდება, როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ასევე დარგობრივ კომიტეტებს შორისაც. ამ ურთიერთობებში ყოველთვის იგრძნობა მხარეებს შორის მეგობრული დამოკიდებულება და მეტი შედეგის მიღწევის გულწრფელი სურვილი.
სწორედ ამ განსაკუთრებული ურთიერთობის გამოხატულებაა, რომ ერთი თვის წინ ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პარლამენტის პირველი საპატიო მედლით დაჯილდოვდა ქალბატონი საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1779725632
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. „წელს საქ...
1779725556
ახალი ამბებიქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო, ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავ...
1779722189
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს...
1779722090
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
„კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კ...
1779718987
ახალი ამბებიქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით ეროვნულ სასახლეში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილე...































