ირაკლი კობახიძე: მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს
ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი.
„ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“-ის პატივცემულ აუდიტორიას. მსურს, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში უწყვეტი ლიდერობისთვის და ქვეყნების გაერთიანებისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი.
ათ წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ამბიციური სვლა 2030 წლისკენ, რათა ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეგვეცვალა და ადამიანებისა და პლანეტისთვის ხელშესახები შედეგებისთვის მიგვეღწია. 2015 წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, აგვეშენებინა მსოფლიო, სადაც არავინ დარჩებოდა განვითარების მიღმა. საქართველო ამ საერთო მისიის ერთგული პარტნიორია და კვლავ მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.
ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის; იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ. ამ მისწრაფებას საფუძვლად უდევს ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა პრემიერმა.
1789739422
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მ...
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...





























