ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი გამოწვევაა, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს. მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის - ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული.

ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი, რომ არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც და ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789741087

ახალი ამბები

შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

„მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე“, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგან...

შალვა პერანიძე

1789739422

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მ...

დავით სონღულაშვილი

1789737697

ახალი ამბები

პროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...

გიორგი ჩახუნაშვილ

1789736897

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1789736338

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...

ირაკლი ზარქუა