ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ
„რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს და ამაში ახალი და უჩვეულო არაფერი არ არის, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, შემდეგ გააძლიეროს, განამტკიცოს, გააფართოოს და ა.შ. ეს არ არის ცდუნება, ეს არის მოცემულობა და მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას.
მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ აშშ, რომელიც ამ მხრივ ფლაგმანი არის და სხვა დანარჩენი ევროპის ქვეყნები, ცენტრალური ევროპის ნაწილი და წამყვანი ქვეყნების ვხედავთ, რომ არა თუ ამკაცრებენ, არამედ პრაქტიკულად უფრო მეტად ხისტს, რეაგირებაზე ორიენტირებულს და უფრო ქმედითს შემოტანას აპირებს და ქმნიან.
უნდა გვესმოდეს, რომ აშშ, რომელიც არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ყველა ის რესურსი, რომელიც ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს - უამრავი ბერკეტი, უამრავი საშუალება, ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ საუბრობს სხვადასხვა გარე სახელმწიფოების მიერ ჩარევის მცდელობაზე, ამის პრევენციაზე და ამ საკითხს წინ წევს. ამასთან, მას აქვს უკვე მიღებული FARA-ს კანონი. ეს ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს და მოუწოდებს ყველას, რომ დარეგისტრირდნენ და მე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს ჩაიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინც ამ კანონს არღვევს რა ხდება ამ დროს. არ არის საუბარი აქ ადმინისტრაციულ სახელზე, არის მომეტებული პასუხისმგებლობა და ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) არეალს ზრდის. ახალი რეგულაციებით, ვიზა გაუუქმდება ყველა უცხოელს, რომლის საქმიანობაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნები იზრდება სოციალურ ქსელებშიც - კერძოდ, ის შეეხება იმ ინფლუენსერებს, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესებით მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველას მოუწოდა, დაემორჩილონ კანონის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა.
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...
1789734285
ახალი ამბებითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ...





























