ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ
„ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.
მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.
ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული კანონმდებლობა ამოქმედდა, ოპოზიციას შეეზღუდა წვდომა ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყოფილ „შავ ფულზე“.
დაფინანსების გარეშე კი, დეპუტატის თქმით, რადიკალები არაფერს აკეთებენ.
„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ. ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი. ჩვენ უკვე გავიარეთ იმ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მანვე აღნიშნა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა კამპანია, რაც საფუძველს მოკლებულია.
„ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა.
ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში. იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...
1789734285
ახალი ამბებითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ...





























