ნათია თურნავა: ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით

„როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შესვლაც“, - ამის შესახებ სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ J.P. Morgan-ის განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსის შექმნის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ინტერესი გამოწვეულია საქართველოს ძალიან ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებითა და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობით.

„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ატარებს J.P. Morgan-ი რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების კონფერენციას, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ველოდებით მეტ ინვესტიციას ამ არხით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ახალი ინსტრუმენტის - GBI-EM Edge საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალი ინდექსია, რომლის მიზანი ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვაა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობით და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

აღსანიშნავია, რომ თბილისში დღეს სების ორგანიზებითა და უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა.

რეგიონში მსგავსი ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა და მასში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789739422

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მ...

დავით სონღულაშვილი

1789737697

ახალი ამბები

პროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული

ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...

გიორგი ჩახუნაშვილ

1789736897

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1789736338

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...

ირაკლი ზარქუა

1789735625

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...

თავდაცვის მინისტრი