ირაკლი ზარქუა: ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ
„რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც.
„ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ეს აჯაფსანდალი რაც შექმნეს, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, თითქოს ეს იყო ერთობა და ერთიანი პლატფორმა, რადგან უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ და მათი პატრონებისთვის ეთქვათ, რომ ეს გამარჯვების პლატფორმაა. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა სამი-ოთხი შექმნა. ერთმა არ გაამართლა, მეორემ, მესამემ და აკეთებს და აკეთებს პლატფორმებს. ლიდერი ვარო, სადაქალოსთან ერთად შაბათ-კვირას რესტორანში რომ მიდიან, რუსთაველზე ჩამოიშხუილებენ და ინტერვიუს მისცემენ. ხაზს უსვამს, ლიდერი მე ვარო. პატრონებს ეუბნებიან, აქ ვართ, ჩვენ კი არ დავშლილვართ და დაგვაფინანსეთო. რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა. რვა, ცხრა თუ ათ კაციანი პარტიები, რომ აქვთ. რა უნდა გამოვიდეს, არაფერი, ერთმანეთს ატყუებენ. ჩვენთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ამ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც“, – განაცხადა ზარქუამ.
1789739422
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მ...
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...
1789735625
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიუ...





























