მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს

ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ელი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

„ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება. ომი უნდა დასრულდეს“, - დასძინა მერცმა.

მან ასევე შეახსენა ყველას, რომ კიევმა უნდა შეასრულოს გაწევრიანების პირობები, მაგალითად, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაძლიოს კორუფცია.

ამავდროულად, მერცი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას გარკვეული ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. კანცლერის თქმით, მან ევროკავშირის სამიტზე წარადგინა იდეები კიევისა და ბრიუსელის ეტაპობრივი დაახლოების შესახებ, რამაც ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მაგალითის სახით მერცმა მოიყვანა შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც უკრაინამ შეიძლება მიიღოს წარმომადგენლის პოსტი ევროკომისიაში ან დეპუტატების ადგილები ევროპარლამენტში ხმის უფლების გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2027 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად იყოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777302317

საზოგადოება

სადღობელაშვილი: მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის გაძლიერება

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მდინარაძის დაწინაურებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი თქმით, უამრ...

ლადო სადღობელაშვილი

1777299802

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა. „მ...

გიორგი ვოლსკი

1777298851

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურ...

არჩილ გორდულაძე

1777298134

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობი...

თორნიკე ჭეიშვილ

1777297873

ახალი ამბები

მათიკაშვილი: აშშ დღეს საუბრობს იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, ჩაერიონ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არჩევნებში

„ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმას, რაზედაც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩ...

დავით მათიკაშვილი