შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს.

„PACE-ს რუმინელმა დეპუტატმა ბულაიმ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დღეს რეზოლუციაში ერთ-ერთი ცვლილება, რაც დააინიიცირა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის აღიარება იყო მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკოთ?! - ეს ადამიანი იყო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს ჯგუფი იყო ჩართული, რომ ზეწოლა მოეხდინათ ეუთოს დელეგაციაზე და ამაზეც ჩვენ ვიცით ფაქტები. მათ შორის, ეუთოს დელეგაციიდან ვიცით ეს, რომ მათზე იყო ზეწოლა 2024 წელს რომ მათ შეეცვალათ საკუთარი დასკვნა. როდესაც იყო პრესკონფერენცია არჩევნების მეორე დღეს და მისიებმა ერთად ჩაატარეს პრესკონფერენცია და წარმოედგინათ საკუთარი შედეგები, მანამდე იყო ზეწოლა ეუთოზე. ეს გაბედეს ამ ადამიანებმა, ზეწოლას ახდენდნენ დელეგაციაზე, რათა შეეცვალათ დასკვნა.

ასე, რომ ასეთი ადამიანები ახლა რომ სხედან PACE-ში, ჩვენ მათთან სასაუბრო არც არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც არის, რომ საქართველოს დელეგაცია PACE-ში არ მონაწილეობს, ვიდრე ისინი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს. 21-ე საუკუნეში ჩვენ ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, აქ ხომ დამთავრებულია მათი იდეოლოგიურ-ღირებულებითი საფუძველი. ამიტომ, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782325106

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...

 ლიეტუვა

1782323113

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...

მაკა ბოჭორიშვილი

1782322638

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782320754

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...

რუსეთის ხელისუფლება

1782316648

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზ...

სულხან თამაზაშვილ