NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლურ ოქმებს ხელი მოეწერა

ბრიუსელში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ხელი მოეწერა NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლურ ოქმებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერა სამხედრო ალიანსის ოცდაათივე წევრი სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ.

ოქმის დადასტურება პროცედურული მოთხოვნაა, რომელიც წინ უძღვის საბოლოო რატიფიცირების პროცედურას, რისთვისაც აუცილებელია, რომ წევრობის კანდიდატურა 30-ვე სახელმწიფოს პარლამენტმა დაამტკიცოს.

დღევანდელ სხდომაზე რუსეთი პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრამ სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა იმის მთავარი არგუმენტი, რომ ორმა ტრადიციულად ნეიტრალურმა ქვეყანამ ნატოს წევრობა გადაწყვიტა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა და შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კონფერენციაზე დღევანდელ დღეს "ისტორიული" უწოდეს და ოქმების დამტკიცება უაღრესად პოზიტიურ მოვლენად შეაფასეს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებდნენ ნატოში ორი ქვეყნის გაწევრიანებაზე, აცხადებდნენ, რომ, ერთი მხრივ, გმობენ ამას, მეორე მხრივ კი - ამაში ვერ ხედავენ განსაკუთრებულ პრობლემას, ვინაიდან რუსეთს არა აქვს ამ ქვეყნებთან ტერიტორიული დავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

* "საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა" - ქარტია 5 ივლისის მოვლენებზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე