მიხეილ სარჯველაძე: ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს
„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, სრულად უზრუნველყოფილია ფრანგული კომპანიის, Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, ინსულინის მომარაგებასთან დაკავშირებით. დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის და უპირველესად ცხადია ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, Sanofi Aventis-ის წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპული არაერთი სახელმწიფო.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც არსებობს და არც შეიქმნება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უწყების ხელმძღვანელმა, ასევე განმარტა, თუ რატომ არ მოხდა „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალების დროული მოწოდება.
„მინდა აღვნიშნო, თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება- ეს არის ინსულინი რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“. 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან. სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით.
დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია. განვიხილავდით ყველა შესაძლო, მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, თუმცა დღემდე , ე.ი დასაწყისად მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით ,რომლებიც, სამწუხაროდ ზოგჯერ „ოზემპიკის“ რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებულები.
პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება. მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილებები. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და დიაბეტის მქონე პაციენტების უწყვეტი უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მედიკამენტებით. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს თანამშრომლობა იმ კომპანიებთან გაგრძელდება, რომლებიც პაციენტების ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ჩვენი ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის დაცვაა. ამიტომ ბუნებრივია, არ მსურს იძულებული ვიყო, მივიღო ხისტი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პროდუქტი ნამდვილად მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენ ვართ და ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პაციენტების მხარეს. თუ რომელიმე მომწოდებელი პრიორიტეტად არ განიხილავს ქართველ პაციენტს, ბუნებრივია, რომ მასთან თანამშრომლობა მარტივი ვერ იქნება.
ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც პირველ ადგილზე ჩვენს მოქალაქეს და მის საჭიროებებს დააყენებენ. ვეცდები, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ინსულინის მიწოდება ქართველი პაციენტებისთვის შეუფერხებლად გაგრძელდეს. მერწმუნეთ, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს სწორედ ასე იყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
1762434592
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7102 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1762433253
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი - ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები
გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენ...
1762432620
ახალი ამბებიკახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორ...
1762429966
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით
„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული...
1762428923
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება
ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...


























