მიხეილ სარჯველაძე: ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია
„ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის ფარგლებში, ცვლილების თაობაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია არ უნდა გახდეს მშობლების აღელვებისა და პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი.
„რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები „სანოფის“ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება. მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე .
ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა მედიასაშუალებებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ახლაც აღვნიშნავ, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხება. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ორივე კომპანია აწარმოებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში,ხოლო საქართველოში „სანოფის“ ინსულინი ისედაც ხელმისაწვდომი იყო და პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მას უკვე იყენებდა.
„როგორც Sanofi Aventis-ის, ისე Novo Nordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინები უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებია. ორივე ბრენდი არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
ეს მედიკამენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე და უკვე ჰყავს დიდი წრე მომხმარებლებისა, რომელთათვისაც ის მეტად მისაღებია. შესაბამისად, არასწორია, თუ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს ჩამნაცვლებელია — ეს ასე არ არის. ორივე წარმოადგენს მაღალი ხარისხის პრეპარატს,“ — აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე Novo Nordisk-ის პრეპარატს იყენებდნენ, უზრუნველყოფა მოხდება ეკვივალენტური საშუალებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს:
„საუბარია პრაქტიკულად ეკვივალენტურ პრეპარატზე, რომლის გამოყენებაც პაციენტებისთვის უსაფრთხოა და უზრუნველყოფილია უწყვეტად. ჩვენი ამოცანაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური წვდომა მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია“, - დასძინა მინისტრმა.
1762434592
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7102 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1762433253
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი - ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები
გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენ...
1762432620
ახალი ამბებიკახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორ...
1762429966
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით
„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული...
1762428923
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება
ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...



























