ინგა ფხალაძე აშშ: ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა. შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ ათენში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას. ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას და მასში საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის, წამყვან ადგილს. „ჩვენ, ასევე, აქტიურად ვართ ჩართული მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.
1762437590
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის, „კარგი მთავრობის ინდექსის“ შეფასების მიხედვით, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვი...
1762437029
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს
„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, დიაბეტის...
1762435720
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადი...
1762434592
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7102 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1762433253
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი - ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები
გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენ...



























