ირაკლი ქადაგიშვილი: პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო
პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა განცხადება, მოვლენა, ქმედება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმე.
„ამის იქით პროკურატურას რა მტკიცებულებები გააჩნია, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმეა. პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების სიას, ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში, რაც პროკურორმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია, რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამბობდნენ, საქართველო არის რუსეთის იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ. გამოძიების პრეროგატივაში და, მით უმეტეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს. ის, რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1762438090
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია
„ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულ...
1762437590
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის, „კარგი მთავრობის ინდექსის“ შეფასების მიხედვით, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვი...
1762437029
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს
„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, დიაბეტის...
1762435720
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადი...
1762434592
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7102 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...



























