პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ოთხი პირი, ხოლო მეხუთე პირის დაკავების მიზნით ტარდება სპეციალური ღონისძიება. დაკავებულებს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინებათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762437029

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს

„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, დიაბეტის...

მიხეილ სარჯველაძე

1762435720

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადი...

არჩილ გორდულაძე

1762434592

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7102 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1762433253

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობას“ უცხო ძალების დაკვეთით სახელმწიფოს დანგრევაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი - ეს არა მარტო ასაკრძალი პოლიტიკური ძალაა, არამედ კანონის სრული სიმკაცრით არიან დასასჯელები

გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენ...

გიორგი გამსახურდია

1762432620

ახალი ამბები

კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორ...

კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა