არჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.

მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადიოდა და ჩადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ.

„გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან სამწუხაროდ დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება რა თქმა უნდა საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება ამ ფატების სამართლებრივ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო სამსახურების საქმე და ყველა აქვს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობის შედეგად, თავიანთი პოზიციები დაიცვან სასამართლოში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762432620

ახალი ამბები

კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორ...

კახა კალაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

1762429966

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით

„ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული...

კახა კალაძე

1762428923

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი ზეწოლას, ბულინგს არ ექვემდებარება, მით უმეტეს, ხელისუფლება

ევროკომისიის დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ანტიქართული განცხადება. მათ თავი ვერ შეიკავეს და ანგარიში აშკარა ტყუილებით გაავსეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...

დავით მათიკაშვილი

1762427258

ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, არის ევროპული კანონები და არა ევროპული ბიუროკრატია

„როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება ხდება პოლიტიკის გარეშე, საქართველო ყოველთვის მოწინავე ქვეყანაა, ხოლო როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე ვისმე...

კახა კალაძე

1762425371

ახალი ამბები

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

 სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, - ამის შესახებ საქ...

პროკურატურა