Politico: ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს

 ამიერიდან უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის ყველა ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის დახმარებას ისახავს მიზნად, სანამ კიევი არ დათანხმდება დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მკაცრ პირობებს, იუწყება Politico.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისში ორბანისგან წერილი მიიღეს, რომლის ასლიც გამოცემის ჟურნალისტებმა მოიპოვეს. მასში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება და კიევის რამდენიმე „წითელ ხაზს“ კვეთს.

„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, - წერს ორბანი.

უნგრეთის ლიდერმა თავის წერილში ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან უნგრეთი „არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის რაიმე ფორმით შემდგომი ფინანსური დახმარების გაწევას“ და „არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის სახელით და მის ფარგლებში“.

როგორც Politico აღნიშნავს, უნგრეთის მხრიდან ბლოკირება პირველად შეიძლება შეეხოს უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციების სესხს, რომლის პირობები ამჟამად აქტიურად განიხილება. გადაწყვეტილების მიღება 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

„უკრაინისთვის რეპარაციის სესხზე სწრაფი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს პროგნოზირებად დაფინანსებას რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების ნაღდი ფულის ნაშთებიდან, უზრუნველყოფს სტაბილურობას 2026 წლის დასაწყისიდან და ამას ევროკავშირის გადასახადის გადამხდელებისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე აკეთებს“, - განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763807184

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა

 საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩ...

თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა

1763804636

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვითვლიან, ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა, ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როცა თავად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუ...

 ცოტნე ანანიძე

1763801776

ახალი ამბები

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ასახავაა

 საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „სტაბილურამდე“ გაუმჯობესებას და რეიტინგის BB დონე...

ეკატერინე მიქაბაძე

1763799552

მსოფლიო

ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა კიევში „გულის ამრევი იყო“ – Financial Times

 დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის განხილვისას ვაშინგტონი „მოქნილი პოზიციის“ დაფიქსირებას არ აპირებს. ამის შესახებ კიევში უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის არმიის მინისტრმ...

აშშ და უკრაიანა

1763797115

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შ...

შსს - შეხვედრა